თქვენი აზრით როგორია განათლების ხარისხი საქართველო|ში?

Thursday, April 26, 2012


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარ ბიბლიოთეკაში ამერიკისმცოდნეობის ზოგადი კურსი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკული კულტურით, საზოგადოებითა და ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  სოციალურად დაუცველი პირველკლასელები ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა  კერძო სკოლაში მიიყვანეს, სადაც ისინი 15 სექტემბრიდან სწავლას დაიწყებენ.